თეგი: რეჯეფ ტაიფ ერდოღანი

Financial Times: თურქეთში ინფლაცია 20-წლიან მაქსიმუმზეა

თურქეთში ინფლაციის ტემპი მაღალია და 20-წლიან მაქსიმუმს გაუტოლდა. ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების ზრდამ, ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, წერს Financial Times-ი.   სამომხმარებლო ფასები მარტში 61%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი - 54%-ით. შედეგად თურქეთში სამომხმარებლო კალათის ხარჯები წლიურ ჭრილში 70%-თაა გაზრდილი, მას შემდეგ, არც ენერგომატარებლებზე ფასები 103%-ით გაიზარდა.   უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე და ენერგომატარებლების გაძვირებამდე, თურქეთში ინფლაცია უკვე მაღალი იყო.  ფასების ზრდამ იმოქმედა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის რეიტინგზე და მოსახლეობაში საპროტესტო აქციები გამოიწვია 2021 წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში. ამ ფონზე ერდოღანი ცენტრალურ ბანკს ინფლაციის შესაჩერებლად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის საშუალებას არ აძლევს. 

მედია: ერდოღანი შვედეთის პრემიერისგან თავდაცვის მინისტრის გადაყენებას ითხოვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ Expressen წყაროებზე დაყრდნობით წერს. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი   ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ გამოცემის ცნობით, ერდოღანმა შვედეთის მთავრობას 10 წლის წინ წვეულებაზე ჰულტკვისტის გამოსვლა შეახსენა, სადაც ის ქურთისტანის მუშათა პარტიასა და მის დაპატიმრებულ ლიდერ აბდულა ოჯალანზე დადებით კონტექსტში საუბრობდა. 2011 წელს ჰულტკვისტი, [მაშინდელი სოციალ-დემოკრატების პარლამენტის წევრი] წვეულებას ქალაქ ბურლანგეში დაესწრო, რომელიც PKK-ის 33 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. მან იმ დროს განაცხადა, რომ ღონისძიებას ქურთების დაცვის მიზნით დაესწრო და სურდა ქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიისთვის, მხარდაჭერის გამოხატვა. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია  „თურქეთს სურს, რომ ჰულტკვისტი თავდაცვის მინისტრის პოსტს ჩამოაშორონ“, - განუცხადა Expressen-ს წყარომ და აღნიშნა, რომ ეს საკითხი შვედეთისა და თურქეთის მთავრობების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დროს დაისვა. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თურქეთი ერთადერთი იყო, ვინც შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლის წინააღმდეგ გამოვიდა. ანკარას ოფიციალური მოთხოვნები ძირითადად ეხება შვედეთის დამოკიდებულებას ქურთებისა და თურქული ოპოზიციის მიმართ, ასევე იარაღის ექსპორტზე ემბარგოს დაწესებას. თურქეთმა ასევე განაცხადა, რომ მან შვედური იარაღი აღმოაჩინა PKK-ის მებრძოლებში, რასაც შვედეთი უარყოფს. არაოფიციალურად ცნობილია, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

ერდოღანი: თურქეთი დამოუკიდებლად განსაზღვრავს უსაფრთხოების პრიორიტეტებს

თანამედროვე თურქეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს და განახორციელოს საკუთარი პოლიტიკური და უსაფრთხოების პრიორიტეტები. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. ერდოღანმა ასევე კომენტარი გააკეთა თურქეთის საერთაშორისო სახელწოდების Türkiye-ზე („Turkiye“) შეცვლაზე. მან აღნიშნა, რომ ოფიციალურად ძალაში შესული ინოვაციის შესაბამისად, ამიერიდან თურქეთის ყველა სახელმწიფო დაწესებულება მიმოწერაში იყენებს სახელს Türkiye (სხვადასხვა ეთნონიმების ნაცვლად თურქეთი, თურქეი, ტურქიე და ა.შ. ადრე გამოყენებული). ერდოღანი ასევე შეეხო თურქეთის წვლილს გლობალური კლიმატის კრიზისის დაძლევაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა სერიოზულად ეკიდება „მწვანე განვითარების“ საკითხს და დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად გარემოსდაცვითი პრიორიტეტების შესაბამისად. ”2053 წლის ჩვენი ხედვის ცენტრში არის კლიმატის ცვლილების პროექტები,” - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, თურქეთი სულ უფრო მეტ ინვესტიციებს ახორციელებს განახლებადი ენერგიის წყაროებში. გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო ზომები სუფთა ტექნოლოგიების განვითარების მხარდასაჭერად, რაც შეამცირებს სამრეწველო ემისიებს. მისი თქმით, თურქეთი ასევე პრიორიტეტს ანიჭებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ინვესტიციას სარკინიგზო და საზღვაო გზების განვითარებაში. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ნულოვანი ნარჩენების პროექტის მეშვეობით აპირებს გადამუშავების მაჩვენებლის 60%-მდე გაზრდას. მისი თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეტია ტყის ფართობების გაფართოება. ”ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ ნახშირბადის სტაბილურობას. ჩვენ მოვახდინეთ მთელი ჩვენი სახსრების მობილიზება უნივერსიტეტებიდან კვლევით ცენტრებამდე მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მწვანე მოძრაობისთვის“, - აღნიშნა ერდორანმა.  თურქეთის ლიდერმა ეკონომიკის სფეროში მთავრობის შემდგომ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ დაიწყო თურქეთის ეკონომიკის განვითარების პროგრამა, რომელიც ინვესტიციებს, დასაქმებას, წარმოებასა და ექსპორტის ზრდას ეფუძნება.  

ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს

თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე 170-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობა დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის საქარიას საბადოდან გაზი თურქეთის მომხმარებლებისთვის 2023 წლის პირველ კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი.  მისი თქმით, პირველ ეტაპზე დღეში დაახლოებით 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის წარმოებაა შესაძლებელი. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი გეგმავს საქარიას საბადოდან 2026 წლისთვის ბუნებრივი აირის მოპოვების მაქსიმალურ დონეს მიაღწიოს. ამასთან, განაცხადა, რომ ანკარა ენერგეტიკას რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად განიხილავს და არა როგორც „დაძაბულობისა და დაპირისპირების ასპარეზს“. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა მან თურქეთის მიერ შავ ზღვაში გაზის საბადოს აღმოჩენას ისტორიული მოვლენა უწოდა, რომელიც მთლიანად ქვეყნის შიდა რესურსების ხარჯზე განხორციელდა. საწარმოო სისტემა, რომელიც საქარიას გაზის საბადოზე წყლის ქვეშ შეიქმნება, თავდაპირველად 6-10 ჭაბურღილს დაუკავშირდება. ამ ჭაბურღილების დღიური ხარჯი 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი იქნება. უკვე 2023 წელს, ეს მოცულობები თურქეთის გაზის გამანაწილებელ ქსელს მიეწოდება. წლიური წარმოების მაჩვენებელი სავარაუდოდ 3,5-4 მილიარდი კუბურ მეტრს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ შავ ზღვაში გაზის მოპოვების ყველაზე მაღალი დონე 2027-2028 წლებში დაფიქსირდეს და დღეში 40 მილიონი კუბური მეტრი შეადგინოს, ხოლო ყოველწლიურად, 15 მილიარდი კუბური მეტრი. თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების ჯამური მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.  

ერდოღანი: მემორანდუმი შვედეთთან და ფინეთთან თურქეთის დიპლომატიური გამარჯვებაა

NATO-ს ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაიკავოს ერთიანი და მყარი პოზიცია ტერორიზმთან მიმართებით და ამ ბოროტებასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მადრიდში NATO-ს სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს ბლოკმა მონდომება გამოიჩინა ტერორიზმის ნებისმიერ ფორმასთან ბრძოლაში. რაც უნდა აისახოს რეალურ მოქმედებებში და არ დარჩეს ფურცელზე“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, პოზიცია, რომელიც ანკარამ აჩვენა შვედეთთან და ფინეთთან NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, იმის მაჩვენებელია თუ სად გადის თურქეთისთვის „წითელი ხაზი“ ტერორიზმის საკითხში.  NATO-ს გაფართოების თემასთან დაკავშირებით თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „სამმხრივი დეკლარაცია შვედეთთან და ფინეთთან არის თურქეთისა და თურქი ხალხის დიპლომატიური გამარჯვება მოლაპარაკებების რთული პროცესის შემდეგ". 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.   ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საკითხები განიხილა

ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საკითხები განიხილა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთის ლიდერს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს. ერდოღანი: გაეროს გეგმით უსაფრთხო მარცვლეულის დერეფნის შესაქმნელად, დროა ნაბიჯები გადავდგათ ორი ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საკითხები განიხილეს. „მქონდა საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მადლობა გადავუხადე რუსული აგრესიის მსხვერპლთან დაკავშირებით თანაგრძნობის გამოხატვისთვის. ჩვენ თურქეთის მხარდაჭერას ვაფასებთ. განვიხილეთ უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ საკითხები", - წერს ზელენსკი. ცნობისთვის, დღეს თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც ესაუბრა. მათ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნები შექმნის შესახებ ისაუბრეს.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ნიკოლ ფაშინიანმა "ურთიერთობების ნორმალიზებაზე" ისაუბრეს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანი Twitter-ზე წერს. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ ფაშინიანი: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებების შესრულება, სომხეთისა და თურქეთის უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული ფაშინიანის თქმით, ლიდერებმა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის შესახებ ისაუბრეს. „თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ ის მნიშვნელობა, რასაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს ვანიჭებთ. ჩვენ ველოდებით, 1-ელ ივლისს ჩვენი სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების ადრეულ განხორციელებას", - წერს ფაშინიანი.  

თურქეთის მიზანია ჩქაროსნული სარკინიგზო სისტემის განვითარება - ერდოღანი

თურქეთი სარკინიგზო ტრანსპორტის სისტემის შემდგომ განვითარებასა და ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზების გაფართოებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარა-იერქოი-კაისერის მარშრუტზე ჩქაროსნული სარკინიგზო მონაკვეთის გაყვანის პროექტის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი 142 კილომეტრიანი ავტომაგისტრალი დედაქალაქსა და ქალაქ კაისერს შორის მგზავრობის დროს შვიდიდან ორ საათამდე შეამცირებს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ 2003 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, თურქეთში ყოველწლიურად საშუალოდ 134 კმ რკინიგზის ხაზი აშენდა. ამ პერიოდში ქვეყანაში 2 149 სარკინიგზო ლიანდაგი დაიგო. დღეს თურქეთში სარკინიგზო ხაზების საერთო სიგრძე 12 803 კმ-ს აღწევს.  

კრემლი: პუტინი და ერდოღანი სოჭში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდორანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭის შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამის შესახებ, თურქული დროენების Bayraktar TB2-ის შესაძლო ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.  რუსეთის ელჩმა ანკარაში, პუტინსა და ერდოღანს შორის სოჭში მოლაპარაკების შესაძლო თემები დაასახელა „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხი მუდმივად არის ორი ქვეყნის დღის წესრიგში“, - განაცახდა პესკოვმა.  მისი თქმით, მხარეებს შორის ბოლო კონტაქტისას, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხი აქტუალური იყო. „როგორც წესი, თურქეთის და რუსეთის ლიდერების ყველა შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხის ყველა ასპექტი განიხილება“, - აღნიშნა პესკოვმა.  შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 5 აგვისტოს, სოჭშია დაგეგმილი.  

რა თემებს განიხილავენ ერდოღანი და პუტინი სოჭში დაგეგმილ შეხვედრაზე

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები 5 აგვისტოს სოჭში, საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, მათ შორის, ვითარებას უკრაინაში. ამის შესახებ ანკარში რუსეთის ფედერაციის ელჩმა, ალექსეი ეპხოვმა განაცხადა.  ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდება „სალაპარაკო თემებს თავად პრეზიდენტები განსაზღვრავენ... როგორც წესი, მაღალი დონის მოლაპარაკებებზე რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის თემების ფართო სპექტრი განიხილება. ესაა საერთაშორისო საკითხები და რეგიონული პრობლემატიკა. როგორც წესი, განხილვის თემა იქნება უკრაინა და ვითარება შავი ზღვის რეგიონში. ასევე, სირია და ორივე მხარისთვის საინტერესო სხვა თემები“, - განაცხადა ეპხოვმა.  კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მხარეებს აინტერესებთ, ესაა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. „ეს ურთიერთობა საკმაოდ წარმატებულად ვითარდება“, - განაცხადა ეფხოვმა.  შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 5 აგვისტოს, სოჭშია დაგეგმილი.   

რუსული მხარის ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ

რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების 4-საათიანი დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, რუსეთი და თურქეთი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე ეტაპობრივ გადასვლაზე საუბრობენ. რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ერდოღანი შუამავლად სურს - Bloomberg ნოვაკის თქმით, თურქეთი რუსეთისგან ყოველ წელს 26 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობს, ლიდერების გადაწყვეტილებით კი, თურქეთი გაზის საფასურის ნაწილს რუბლებში გადაიხდის. გავრცელებული ინფორმაციით, თავის მხრივ, ერდოღანმა ასევე პუტინთან საუბრისას „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილა. ეს ინფორმაცია რუსეთის ვიცე-პრემიერმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ შესაძლოა „აქკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2023 წლამდე დაიწყოს“. ერდოღანის თქმით, თურქეთი-რუსეთის მოლაპარაკებები სირიის შესახებ, რეგიონისთვის შვების მომტანი იქნება ნოვაკმა ისიც აღნიშნა, რომ მხარეებმა საბანკო და საფინანსო სექტორში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. BBC წერს, რომ თურქეთის ლიდერი პუტინის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მოკავშირედ ითვლება. NATO-ს სხვა წევრების მსგავსად, თურქეთი ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, თუმცა ამ ქვეყანას იარაღი არ მიაწოდა. ამავდროულად, ანკარამ დასავლეთის სანქციენზე მიერთებისგან თავი შეიკავა.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინი თურქეთში, უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად მიიწვია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სტამბოლში შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ამის შესახებ ერდოღანმა თურქულ მედიასთან, სოჭში პუტინთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.  ერდოღანი და პუტინი სოჭში გამართული შეხვედრის დეტალებზე ერთობლივ განცხადებაში საუბრობენ „მე კიდევ ერთხელ შევახსენე ბატონ პუტინს, რომ შეგვიძლია, მისი და ბატონი ზელენსკის შეხვედრას ვუმასპინძლოთ. განვაგრძობთ დიალოგს ჩვენს შავიზღვისპირა მეზობლებთან. მათ შორის რუსეთთან ყველა სფეროში, იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონში გლობალური მშვიდობის დასამყარებლად“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.  რუსული მხარის ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ ერდოღანმა, გამოთქვა იმედი, რომ სიძნელეების მიუხედავად, უკრაინის კრიზისი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდება. ამისთვის თურქეთის პრეზიდენტმა პოზიტიურ მაგალითად, „ხორბლის დერეფნების“ ამოქმედება დაასახელა და განაცხადა, რომ აუცილებელია მხარეები სტამბოლში მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდნენ.  რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ერდოღანი შუამავლად სურს - Bloomberg 5 აგვისტოს, სოჭში, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა.   

ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდღოანმა დაადასტურა, რომ თურქეთი იმპორტირებული რუსული ბუნებრივი აირის ნაწილის საფასურს რუბლებში დაფარავს.  რუსული მხარის ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ „სოჭში ვიზიტისას, კარგი მომენტი იყო ის, რომ პუტინთან „რუბლზე“ შევთანხმდით,“- განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით „რუბლებში ვაჭრობა, როგორც თურქეთისთვის ისე რუსეთისთვის მომგებიანი იქნება“, - აღნიშნა ერდოღანმა.  თუმცა არც ერდოღანს და არც რუსეთის ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, გაზის რა ნაწილის საფასურს დაფარავს თურქეთი რუბლებში.  ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული გაზის რუბლში ყიდვა, თურქეთს კონვერტირებადი ვალუტის რეზერვების შემცირებისგან დაიცავს. ცნობილია, რომ თურქეთის მთავრობამ რეზერვებიდან ლირის მსყიდველუნარიანობის შესანარჩუნებლად მილიარდობით აშშ დოლარი დახარჯა. ბოლო 12 თვეში ლირის მსყიდველობითი უნარი 55%-ით შემცირდა, ხოლო ინფლაცია 80% გაუტოლდა.  შეგახსენებთ, 5 აგვისტოს, სოჭში, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა.   

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირის“ შემოღებას გეგმავს

„ხუთი თურქული ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირს“ შემოიღებს“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. წერს Bloomberg.   ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს თურქული ბანკების რუსულ გადახდის სისტემასთან ადაპტაციაზე, ერდოღანი და პუტინი სოჭში შეხვედრისას შეთანხმდნენ. მოლაპარაკების ამ ნაწილს ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თურქეთის ლიდერის თქმით, „ასეთი ცვლილებები როგორც რუსი ტურისტებისთვის, ასევე თურქეთისთვის შვებაა“. შეგახსენებთ, 5 აგვისტოს, სოჭში, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა.  სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს ასევე წაიკითხეთ: რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი შეიარაღებისა და ენერგორესურსების ბაზარზე პოზიციებს იძლიერებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაოფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი შეიარაღებისა და ენერგორესურსების ბაზარზე პოზიციებს იძლიერებს. „მხოლოდ ბოლო 20 წელია, ჩვენი ქვეყანა იარაღის იმპორტიორების რიგებში აღარ არის. თურქეთი იარაღის წარმოებისა და მიწოდების კუთხით მსოფლიო ბაზრის მსხვილი მოთამაშეა“, - ამის შესახებ ერდოღანმა დღეს, თურქეთის პროვინცია ჩორუმში ვიზიტისას განაცხადა.  მისი თქმით, თავდაცვის სფეროში თურქეთის იმპორტდამოკიდებულება 21 წლის მინიმუმზეა.   „ჩვენი ძალისხმევა არ შემოიფარგლება მხოლოდ თავდაცვის სექტორით. ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. მაშინ, როცა ევროპელები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი მომავალი ზამთრის გამო, თურქეთი დგამს სტრატეგიულ ნაბიჯებს თავისი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.  მან ყურადღება გაამახვილა შავ და ხმელთაშუა ზღვებში თურქეთის წყლებში საძიებო და ბურღვით სამუშაოებზე. „მჯერა, რომ საბურღი გემი „აბდულჰამიდ ჰანი“, რომელიც ამჟამად ახორციელებს საძიებო სამუშაოებს ხმელთაშუა ზღვაში, არანაკლებ გაგვახარებს, ვიდრე შავ ზღვაში 540 მილიარდი კუბური მეტრის მარაგის მქონე გაზის საბადოს აღმოჩენის ამბავი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. „შიდა საბადოებიდან გაზის წყალობით თურქეთი კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა ერდოღანმა.  

ლვოვში პრეზიდენტების ერდოღანის, ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის გუტერეშის სამმხრივი სამიტი მიმდინარეობს

ლვოვში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მონაწილეობით სამმხრივი სამიტი დაიწყო. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ანტონიო გუტერეშს, შემდეგ კი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.  ცნობილია, რა საკითხები განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას  ასევე გაიმართა თურქეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, სადაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ფოტო: Anadolu   ფოტო: Anadolu თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს ერდოღანი უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და ასევე განიხილავს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს. ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზით. საუბარი იქნება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის გააქტიურებაზეც. გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.